„საზოგადოებრივი მაუწყებლის“ გენერალური დირექტორის პოსტის დაკავების პირველი 7 მსურველის ვინაობა ცნობილია

„საზოგადოებრივი მაუწყებლის“ გენერალური დირექტორის პოსტის დაკავების პირველი 7 მსურველის ვინაობა უკვე ცნობილია.
დღევანდელი მონაცემებით, „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ გენერალური დირექტორის პოსტის დაკავების მსურველთა სიას ორი პირი დაემატა ჯერჯერობით, კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს განცხადებით ბაჩუკი ბახტაძემ, რევაზ შალიბაშვილმა, ზაალ ანჯაფარიძემ, გიორგი ქავთარაძემ, ვასილ მაღლაფერიძემ, ნინო ზაუტაშვილმა და გურამ ფალავანდიშვილმა მიმართეს.
შეგახსენებთ, რომ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სამეურვეო საბჭომ გენერალური დირექტორის ვაკანტურ თანამდებობაზე ღია კონკურსი 2016 წლის 28 ნოემბერს გამოაცხადა. მაუწყებლის გენერალური დირექტორის პოსტის დასაკავებლად ღია კონკურსში მონაწილეობის მსურველთა განცხადებების მიღება 2016 წლის 28 დეკემბერს დასრულდება და ამის შემდეგ, კანონით დადგენილი სამი დღის ვადაში კანდიდატთა სია გამოქვეყნდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები