რუსთავში მომხდარ ავტოავარიას სამი ადამიანი ემსხვერპლა – არიან დაშავებულებიც

რუსთავში ჟიული შარტავას გამზირზე მომხდარ ავტოავარიას სამი ადამიანი ემსხვერპლა.
როგორც ადგილობრივები აცხადებენ, გარდაცვლილია ცოლ-ქმარი და კიდევ ერთი პირი. მომხდარის შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა. არსებული ინფორმაციით, დაშავებულებს შორის გარდაცვლილი ცოლ-ქმრის შვილებიც არიან. ისინი საავდმყოფოში გადაიყვანეს. როგორც “კვირას“ შინაგან საქმთეა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით დაიწყო (ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა,რამაც გამოიწვია ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა).

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები