თვითმფრინავის გამტაცებლები, რომლებიც კადაფის შვილის გათავისუფლებას ითხოვდნენ, პოლიციას ჩაბარდნენ

ლიბიის ავიაკომპანია Afriqiyah Airways-ის კუთვნილი Airbus А320-ის გამტაცებლები სამართალდამცველებს ჩაბარდნენ.
როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, გამტაცებლები პოლიციამ დაიყოლია. ამ დროისთვის ისინი უკვე დაპატიმრებულები არიან.
შეგახსენებთ, რომ ლიბიის ავიაკომპანია Afriqiyah Airways-ის კუთვნილი Airbus А320-ის გამტაცებლები ლიბიის ყოფილი დიქტატორის მუამარ კადაფის შვილის გათავისუფლებას მოითხოვდნენ. გამტაცებლებმა თვითმფრინავი მალტაში დასვეს. თვითმფრინავის ბორტზე 111 მგზავრი იმყოფებოდა, რომელთაგან 82 მამაკაცი, 28 ქალი და ერთი ბავშვი იყო.
ამ დროისთვის, ყველა მგზავრი და ეკიპაჟის ყველა წევრი გაათავისუფლეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები