ლუჟკოვის წარმომადგენლები მის ჰოსპიტალიზაციას ადასტურებენ

ლუჟკოვის წარმომადგენლები მის ჰოსპიტალიზაციას ადასტურებენ, მაგრამ ამბობენ, რომ ექს-მერის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
მოსკოვის ყოფილი მერის იური ლუჟკოვის პრესმდივანმა გენადი ტერებკოვმა მისი ჰოსპიტალიზაცია დაადასტურა, თუმცა უარყო მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, რომ ლუჟკოვის მდგომარეობა მძიმეა.
„იური ლუჟკოვის ჰოსპიტალიზაცია საგანგებო რეჟიმში არ განხორციელდა, მას, ისევე, როგორც სხვა ნებისმიერ ადამიანს, ექიმთან მისვლის უფლება აქვს,“ – განაცხადა ტერებკოვმა.
მანამდე გამოცემა „ლაიფმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთის დედაქალაქის ყოფილმა მერმა მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში გონება დაკარგა და მას სასწრაფო ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები