ირაკლი კობახიძე: ჩვენ გვაქვს მკაფიოდ არჩეული საგარეო კურსი და გვაქვს ასევე წითელი ხაზები

ჩვენ გვაქვს მკაფიოდ არჩეული საგარეო კურსი და გვაქვს ასევე წითელი ხაზები, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადების პასუხად განაცხადა.
როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ვლადიმერ პუტინის განცხადება არ მოუსმენია.
„განცხადება არ მომისმენია. ამიტომ კონკრეტულ განცხადებას ვერ გავაკეთებ, მაგრამ ჩვენ გვაქვს მკაფიოდ არჩეული საგარეო კურსი, გვაქვს ასევე წითელი ხაზები. ჩვენ ამ საგარეო კურსისა და წითელი ხაზების ფარგლებში ვიმოქმედებთ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
დღეს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ არ გამორიცხავს საქართველოსთან უვიზო რეჟიმის დაბრუნებას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები