ყაზახეთში ექსტრემისტული საქმიანობისთვის 33 პირი დააკავეს

ყაზახეთის სპეცსამსახურებმა ექსტრემისტული საქმიანობისთვის 33 პირი დააკავეს. მათ ექსტრემისტულ დაჯგუფება „ატ ტაკფირ ვალ ხიჯრასთან“ კავშირი ბრალდებათ. ამის შესახებ „ბი-ბი-სი” იუწყება.
ეს პირები აქტობეს, ატირაუს ოლქებში და ალმა-ატაში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს.
დაკავებულთა ბინების ჩხრეკისას რელიგიური მასალები, კომპაქტ-დისკები, კომპიუტერული ტექნიკა და ფულია აღმოჩენილი.
ცნობისთვის, ყაზახეთში 2016 წელს რამდენიმე ტერორისტული აქტი მოხდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები