ირაკლი კობახიძე ადასტურებს, რომ საკონსტიტუციო კომისიის წევრობასთან დაკავშირებით დავით უსუფაშვილთან კონსულტაციები ჰქონდა

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ადასტურებს, რომ საკონსტიტუციო კომისიის წევრობასთან დაკავშირებით, დავით უსუფაშვილთან კონსულტაციები ჰქონდა.
კობახიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განმარტა, თუ რა მიზეზით ვერ ჩაერთვება პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე კომისიის მუშაობაში.
”მისი მუშაობა ამ კომისიის ჩართულობაში იქნებოდა ძალიან ღირებული, თუმცა მან განმარტა, რომ ის პოლიტიკური კვოტით ვერ მიიღებდა მონაწილეობას კომისიის მუშაობაში, გამომდინარე იქიდან, რომ იქ კრიტერიუმები იყო დაკონკრეტებული. გამომდინარე იქიდან, რომ მას აქვს პოლიტიკური წარსული და პოლიტიკური აწმყო, ის ვერც ექსპერტის რანგში ვერ მიიღებდა კომისიის მუშაობაში მონაწილეობას.
ეს გახდა მიზეზი იმ სამწუხარო გარემოებისა, რომ ბატონი დავით უსუფაშვილი ვერ ჩაერთვება საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაში. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ მისი მონაწილეობა ღირებული იქნებოდა”, -განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები