პუტინმა საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის დაწესება არ გამორიცხა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის დაწესება არ გამორიცხა. ამის შესახებ პუტინმა 2016 წლის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„მე უვიზო რეჟიმზე გადასვლას არ გამოვრიცხავ. “ჩვენ ვხედავთ გარკვეულ სიგნალებს საქართველოს ოფიციალურ სტრუქტურების მხრიდან” – განაცხადა რუსეთში პრეზიდენტმა.
ცნობისთვის, დღეს მოქმედი წესის მიხედვით, რუსეთში გასამგზავრებლად საქართველოს მოქალაქეებს ვიზის აღება სჭირდებათ. რუსეთის მოქალაქეებს საქართველში ჩამოსვლა უვიზოდ შეუძლიათ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები