პარლამენტის აპარატის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსად ანა გოჩაშვილი დაინიშნა
საქართველოს პარლამენტის აპარატის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტის უფროსად ანა გოჩაშვილი დაინიშნა. ამ პოსტზე მან ნინო ბერაძე შეცვალა.
ანა გოჩაშვილი მანამდე საქართველოს მთავრობის, წინასაარჩევნო პერიოდში კი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ პრესსამსახურში მუშაობდა.
ანა გოჩაშვილი საქართველოს პარლამენტის აპარატის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობაზე მუშაობას უკვე შეუდგა.