მამუკა მდინარაძე დავით უსუფაშვილთან კონსულტაციებს ადასტურებს

საპარლამენტო ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძის თქმით, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის საბოლოო შემადგენლობა ჩამოყალიბებულია.
შესაბამისი კომენტარი მდინარაძემ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძესთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.
შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ ირაკლი სესიაშვილი, ეკა ბესელია და უმრავლესობის რამდენიმე წევრი, რომლებიც საკონსტიტუციო კომისიის შემადგენლობაში იმუშავებენ.
რაც შეეხება იმას, იქნება თუ არა საკონსტიტუციო კომისიის შემადგენლობაში პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი, მდინარაძის ინფორმაციით, ამ თემაზე უსუფაშვილთან კონსულტაციები გაიმართა და თუკი ის კომისიაში წარმოდგენილი არ იქნება, ეს მისი პირადი გადაწყვეტილებით მოხდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები