მაშველებმა ბორჯომის ხიდიდან გადამხტარი ქალის ცხედარი იპოვეს

მაშველებმა ბორჯომის ხიდიდან გადამხტარი ქალის ცხედარი იპოვეს.
ცხედარი მაშველებმა წყლიდან უკვე ამოიყვანეს. ამის შესახებ ინფორმაცია ”კვირას” შინაგან საქმეთა სამინისტროშიც დაუდასტურეს.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის „სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით“ მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
ბორჯომში, სილამაზის ხიდიდან, მოქალაქე მტკვარში დღეს გადახტა. არსებული ინფორმაციით, სავარაუდოდ ქალმა ხიდზე სკამი მიიტანა, მასზე ავიდა და გადახტა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები