ბარნოვის ქუჩაზე მშენებარე კორპუსიდან ახალგაზრდა მამაკაცი გადმოვარდა

თბილისში, ბარნოვის ქუჩაზე, მშენებარე კორპუსიდან ახალგაზრდა მამაკაცი გადმოვარდა-ამის შესახებ ინფორმაცია „კვირას“ თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში დაუდასტურეს.
მათი ცნობით, წინასწარი ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცს თავის ტრავმა აქვს მიღებული და რესპუბლიკურ საავადმყოფოშია გადაყვანილი.
შს სამინისტროს ინფორმაციით, მშენებარე კორპუსიდან გადმოვარდნილი კაცი მუშა არ იყო.
მომხდარზე ჯერ გამოძიება არ დაწყებულა. ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები