უფლებადამცველი: ლოგიკური დაფიქრება სჭირდება ყველაფერს და ვერავინ მოგვატყუებს

თურქეთში რუსეთის ელჩის მკვლელობა შეთანხმებული იყო ამერიკისა და თურქეთის სპეცსამსახურებთან, მკვლელმაც იცოდა, რომ უნდა მომკვდარიყო, ამიტომაც ჰქონდა ასეთი “გრძელი” გამოსვლა“, – ამის შესახებ ფეისბუქის საკუთარ გვერდზე უფლებადამცველი გიორგი გაბედავა წერს.
გაბედავას მტკიცებით, ტერორისტის განიარაღებისთვის ერთი ტყვია საკმარისი იქნებოდა.
უფლებადამცველი ეჭვობს, რომ მისი სიკვდილით შემკვეთის ვინაობა დამალეს.
„ერთი ტყვია საკმარისი იქნებოდა ტერორისტის განიარაღებისთვის, ტიპი დაცხრილეს, არც ერთი შანსი არ დაუტოვეს გადარჩენის, რადგან შემკვეთის ვინაობის დადგენა უფრო მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე ტერორისტის სიცოცხლე და ეს ლოგიკურიც არის. საეჭვო კიდევ ის არის, რომ ამერიკის საელჩო დაიხურა მკვლელობიდან 30 წუთში.
ასევე გერმანიაში მომხდარი ტრაგედია. ვის აწყობს ევროპის დასუსტება? ამერიკას რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ევროპის დიდი ნაწილი რუსეთის პოლიტიკას იზიარებს ბაშარ ასადთან მიმართებაში. “ისლამური სახელმწიფო” კი ისეთივე ამერიკული პროექტია, როგორც “ალ-ქაიდა”, ამას დრო დაადასტურებს, როგორც სხვა ბევრ ჩემს ანალიზს. უბრალოდ ლოგიკური დაფიქრება სჭირდება ყველაფერს და ვერავინ მოგვატყუებს. უაზროდ იხოცებიან უდანაშაულო ადამიანები და ამით იწყობენ პოლიტიკურ კარიერას დიდი პოლიტიკის მამები. სამწუხარო ის არის, რომ ხალხიც არის ამაში ჩართული ისე, რომ ვერც აცნობიერებს თანამონაწილეობას ამ დიდ “ბლეფში“, – წერს გაბედავა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები