ეკა ბესელია: არ ვარ გულგრილი რა ინფორმაციაც მესმის რჩეულიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით

ვისურვებ, რომ მაია რჩეულიშვილის საქმესთან დაკავშირებით მოსამართლემ გადაწყვეტილება მიიღოს ყველა გარემოების გათვალისწინებით, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ განაცხადა. ბესელია საქმეზე კატეგორიულად დაუშვებლად მიიჩნევს გარე ძალების ჩარევას. ბესელიამ აღნიშნა, რომ როდესაც საქმე ზოგადად ქალბატონის პატიმრობას ეხება, იქ გულგრილი ვერ იქნება.
“ვფიქრობ, რომ სასამართლოზე არ უნდა მოხდეს გარე ჩარევა. როგორც წესი, ეს ცუდ ფორმად მიიჩნევა, როდესაც მოსამართლე იხილავს საქმეს და გარედან რაიმე ფორმით ხდება მოსამართლის გადაწყვეტილებაზე ზემოქმედება. ვისურვებ, რომ მოსამართლემ გადაწყვეტილება მიიღოს ყველა გარემოების გათვალისწინებით. ნამდვილად არა ვარ გულგრილი რა ინფორმაციაც მესმის ქალბატონ რჩეულიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით”, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები