“ტრამპი დაიწყებს ურთიერთობას პუტინთან, მაგრამ გავლენის სფეროების გადანაწილების დროს გაჩნდება კონფლიქტი”
ტრამპი დაიწყებს დანაპირების შესრულებას და დაიწყებს ურთიერთობას პუტინთან, თუმცა, როცა საქმე გავლენის სფეროების გადანაწილებას შეეხება, გაჩნდება კონფლიქტი-ამის შესახებ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ანალიტიკოსმა ზაალ კასრელიშვილმა განაცხადა.
კასრელიშვილი თვლის, რომ ტრამპს, რომც ჰქონდეს რუსეთის წინააღმდეგ სანქციებზე უარის თქმის სურვილი, მას ამის საშუალებას კონგრესი არ მისცემს.
„ტრამპმა, რომც მოინდომოს სახელმწიფოს ინტერესების დათმობა კონგრესშიც და სენატშიც „რესპუბლიკელები“ არიან და მას ამის საშუალებას არ მისცემენ.
კავკასიის დაკარგვა, როგორც სტრატეგიული პარტნიორის, ამერიკას სერიოზულ პრობლემებს შეუქმნის და ამას არ იზამენ.
ტრამპი დაიწყებს ურთიერთობას პუტინთან, მაგრამ გავლენის სფეროების გადანაწილების დროს გაჩნდება კონფლიქტი.ამიტომ ამერიკა კავკასიის რეგიონს არ დაუთმობს ვინმეს,“-განაცხადა ზაალ კასრელიშვილმა „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.
ანალიტიკოსი თვლის, რომ მსოფლიოში მიმდინარე მოვლენები გავლენას იქონიებს საქართველოზეც. კასრელიშვილი თვლის, რომ საქართველოს ხელისუფლების რუსეთთან დაახლოების შემთხვევაში ქვეყანაში არასახარბიელო მდგომარეობა შეიქმნება.
„თუ საქართველო მოსცილდება ევროპის ორბიტას და დაუახლოვდება რუსეთს, მაშინ სიტუაცია დაიძაბება არა მარტო საქართველოში, არამედ მთელ კავკასიაში და საქართველო აღმოჩნდება თურქეთის მდგომარეობაში,“-განაცხადა ზაალ კასრელიშვილმა „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.