კობა კობალაძე ეროვნული გვარდიის დღეს გვარდიის შემადგენლობას ულოცავს

“26 წლის წინ, დღევანდელ დღეს, შეიქმნა ეროვნული გვარდია. მე ვულოცავ ყველა იმ მოხალისეს, ვის მხრებზეც ყველა სიმძიმემ გადაირა”, – ამის შესახებ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, კობა კობალაძემ განაცხადა.
კობალაძემ ეროვნული გვარდიის დღე იმ მებრძოლებს მიულოცა, რომლებიც მაშინ ახალშექმნილი გვარდიის შემადგენლობაში იყვნენ.
„ჩემთვის და მთლიანად ქვეყნისთვის ეს არის ღირსშესანიშნავი თარიღი, ეს იყო შენაერთი, მოხალისეთა გაერთიანება, რომლის წევრებიც ამაღლებულნი იყვნენ სულისკვეთებით, რომ ქვეყანა იქნებოდა თავისუფალი და ძლიერი.
ქვეყნის ყველა სიმძიმე გადადიოდა ეროვნული გვარდიის პირველ შემადგენლობაზე. არ შემიძლია არ ვთქვა მოხალისეებზე, „მხედრიონის“ შემართებულ ნაწილზე და ყველას ერთად ვულოცავ.
ღმერთმა ქნას, რომ ყველას ერთად ძლიერ საქართველოში მეტი მოტივაცია გვქონდეს იმ მძიმე დღეების გახსენებისა, რომლებიც გავიარეთ“, – განაცხადა კობა კობალაძემ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები