ბუნებრივი კატასტროფებით გამოწვეული ზარალის შეფასების საკითხზე დონორთა საკოორდინაციო შეხვედრა გაიმართა

სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატის ორგანიზებით, „კატასტროფების რისკების შემცირების ეროვნული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის“ ფარგლებში გათვალისწინებული, ბუნებრივი კატასტროფებით გამოწვეული ზარალის შეფასების ერთიანი მეთოდოლოგიის შემუშავების საკითხზე, დონორთა საკოორდინაციო შეხვედრა გაიმართა.
სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე განხილული იქნა ზარალის შესახებ ინფორმაციის აღრიცხვა-ანგარიშგების აუცილებლობის საკითხი, რომელიც ხელს შეუწყობს რეაგირების პროცესის უფრო ეფექტიანად წარმართვას. წარმოდგენილი იქნა ბუნებრივი კატასტროფებით განპირობებული ზარალის დათვლის პროცესში არსებული გამოწვევების დასაძლევად, სამოქმედო გეგმის სამუშაო ვერსია, მხარეები ასევე, შეთანხმდნენ სამომავლო თანამშრომლობაზე საერთაშორისო გამოცდილებისა და საჭირო რესურსების მოზიდვის მიმართულებით.
შეხვედრას, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატში გაიმართა, გაეროს მუდმივი კოორდინატორი საქართველოში, ბ-ნი ნილს სკოტი, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი ბ-ნი ვინსენტ რეი, ასევე, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), შვედეთის, შვეიცარიის, ჩეხეთის საელჩოების და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები