ომბუდსმენი ჟურნალისტის სავარაუდო ცემის ფაქტზე: საქმის გამოძიება დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს

სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი ბორჯომში, პოლიციელების მხრიდან ჟურნალისტის სავარაუდო ცემის ფაქტს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ საქმის გამოძიება დაუყონებლივ უნდა მოხდეს.
როგორც ჟურნალისტებს ნანუაშვილმა განუცხადა, თუ პოლიციის მხრიდან მსგავს სავარაუდო დანაშაულს ჰქონდა ადგილი, პროკურატურამ უდა გამოიძიოს.
„მნიშვნელოვანია რის, რომ დაუყონებლივ მოხდეს ამ საქმის გამოძიება და უშუალოდ იმ სამართალდამრღვევების გამოვლენა, რომელთაც შესაძლოა წვლილი მიუძღვოდეთ ამ კონკრეტული დანაშაულის განხორციელებაში.
თუ პოლიციის მხროდან მოხდა მსგავში სავარაუდო დანაშაული, ამ შემთხვევში მთავარმა პროკურატურამ უნდა ჩაატაროს გაოძიება აუცილებლად“,-აღნიშნა ომბუდსმენმა.
შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია „იბერიის“ ჟურნალისტი გიორგი გასვიანი სამართალდამცავებს ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები