კახა კალაძე „გაზპრომ-ექსპორტთან“ და კომპანია „ინტერ-რაოს“ ხელმძღვანელობასთან შეხვედრებს გამართავს

ვიცე-პრემიერი, საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, კომპანია „გაზპრომ-ექსპორტთან“ და კომპანია „ინტერ-რაოს“ ხელმძღვანელობასთან შეხვედრებს გამართავს.
შეხვედრა 13-14 დეკემბერს გაიმართება. კახი კალაძე კომპანია „ინტერ-რაოს“ ხელმძღვანელობას ქალაქ მინსკში 14 დეკემბერს შეხვდება, ხოლო კომპანია „გაზპრომ-ექსპორტის“ წარმომადგენლებს – ქალაქ ვენაში, 13 დეკემბერს.ინფორმაციას ამის შესახებ ენერგეტიკის სამინისტროს ავრცელებს.
სამინისტროს განმარტებით, კომპანია „გაზპრომ-ექსპორტთან“ მორიგი სამუშაო შეხვედრა არსებული ხელშეკრულების ფარგლებში, ყოველწლიური მოლაპარაკებების ფორმატში შედგება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები