როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში – უახლოესი დღეების პროგნოზი

საქართველოს მთელს ტერიტორიაზე 14 დეკემბრიდან ტემპერატურის კლება და ამინდის გაუარესებაა მოსალოდნელი.
როგორც “კვირას“ გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსმა, დოდო გვაზავამ განუცხადა, ხვალ და ზეგ ქვეყანაში ძირითადად უნალექო ამინდია მოსალოდნელი ბარსა და დაბლობში ჰაერის ტემპერატურა 10 გრადუსამდე გათბება.
გვაზავას ინფორმაციით, 13 დეკემბრის საღამოდან ამინდი გაუარესდება მთაში და მაღალმთაში მოსალოდნელია ნალექი თოვლის სახით. 14 დეკემბერს ტემპერატურა დაიკლებს, ზოგიერთ რაიონში იქროლებს ძლიერი ქარი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები