დავით ნარმანია: მუნიციპალური ტრანსპორტის გაძვირება დედაქალაქში 2017 წელს მოსალოდნელი არ არის

დედაქალაქის მერის, დავით ნარმანიას განცხადებით, 2017 წელს მუნიციპალური ტრანსპორტის გადასახადი არ გაიზრდება.
”მუნიციპალური ტრანსპორტის გაძვირება დედაქალაქში 2017 წელს მოსალოდნელი არ არის”, – განუცხადა ნარმანიამ ჟურნალისტებს.
მანს შესაბამისი კომენტარი ნარიყალაზე გააკეთა, სადაც ციხე-სიმაგრის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.
ნარიყალას ციხის რეაბილიტაცია პროექტ „ახალი ტფილისის“ ერთ-ერთი მსხვილი მიმართულების – „ისტორიულ-კულტურული ძეგლების რეაბილიტაციის პროგრამით“ ხორციელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები