ილია მეორე მრევლს  ურჩევს,  ახალი წლისთვის სახლში ნაძვის ნერგი შეიტანონ

მოდის ახალი წელი. ხშირ შემთხვევაში სახლებში შეაქვთ მკვდარი ნაძვის ხე,  სასურველია, რომ შეიტანოთ ნაძვის ნერგი – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ საკვირაო ქადაგებაზე ბრძანა.

საქართველოს პატრიარქმა ნერგების გახარების მნიშვნელობაზე ისაუბრა და მრევლს ნერგების გამოყვანის შესწავლისკენ მოუწოდა.

„ადამიანი არის  ღვთის ხატება. ბევრ საკითხს ადამიანის გონება წვდება, მაგრამ არის ისეთი საკითხები, რომელსაც ვერ წვდება. მაგალითად, რა არის სიცოცხლე. მაგალითად, ავიღოთ მცენარე. შესაძლოა, ადამიანმა შექმნას მსგავსი თესლი, თუმცა ის თესლი იქნება მკვდარი, არავითარი სიცოცხლე მასში არ იქნება, თუმცა თუ ღვთისგან ჩადებელი სიცოცხლეა მასში, იზრდება და მრავლდება. მცენარეები, რომლებიც შეაქვთ სახლში, ტაძრებში, თუ მოჭრილია, ის მომაკვდავია. თუ სიცოცხლეა მასში, თუ ფესვის სისტემაა მასში, ის ცოცხალია და სიცოცხლე შეაქვს ადამიანის საცხოვრებელში“, – ბრძანა ილია  მეორემ.

მისივე თქმით, ათი  წლის წინ გაიხსნა გამწვანების კოლეჯი საქართველოს საპატრიარქოში, სამების ტერიტორიაზე, რომელსაც ხელმძღვანელობენ ზურაბ შევარდნაძე და დედა თეკლე.

„ამ ათი წლის განმავლობაში ბევრი რამ გაკეთდა და მინდა დავლოცო მათი შემოქმედება. მოგიწოდებთ ყველას, რომ ნერგების გამოყვანა შეისწავლოთ”, – აღნიშნა  პატრიარქმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები