კახეთში “წითელ წიგნში” შეტანილ სარსარაკზე ნადირობის ფაქტი გამოვლინდა

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის, კახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, უკანონო ნადირობის ფაქტი გამოავლინეს.
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში სამართალდამრღვევები  ე.წ. “პროჟექტორის” გამოყენებით ნადირობდნენ. უკანონოდ მოპოვებული ჰყავდათ 1 ერთეული კურდღელი და საქართველოს ,,წითელი ნუსხის“ სახეობა 16 ერთეული სარსარაკი.
სავათისებრთა ოჯახის ფრინველი, საერთაშორისო კონვენციების თანახმად, შეტანილია საერთაშორისო წითელ წიგნში და მისი მოპოვება აკრძალულია.
გარემოზე მიყენებულმა ზიანმა 24 000 ლარი შეადგინა.
სამართალდამრღვევებს ჩამოერთვათ იარაღები და ისინი დაილუქა . შედგა ადმინისტრაციული ოქმები.
ვინაიდან, მასალები შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, შემდგომი რეაგირებისათვის  შესაბამის საგამოძიებო ორგანოებს გადაეგზავნება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები