უჩა ნანუაშვილი სკანდალური ფოტოს ავტორზე – თუ ზეწოლის კონკრეტულ ფაქტზეა საუბარი, შესაბამისმა ორგანოებმა საკითხის შესწავლა უნდა დაიწყონ

სახალხო დამცველი სოციალურ ქსელში გავრცელებული სკანდალური ფოტოს ავტორის საჯაროდ მობოდიშების ფაქტს ეხმაურება. როგორც უჩა ნანუაშვილმა განაცხადა, მას აღნიშნული ვიდეო ამ დრომდე არ უნახავს.
,,თუკი იძულების ან ზეწოლის კონკრეტულ ფაქტზეა საუბარი და ამის დამადასტურებელი ვიდეოც არსებობს, შესაბამისმა ორგანოებმა ამ საკითხის შესწავლა უნდა დაიწყონ”, – განაცხადა ნანუაშვილმა.
კითხვაზე – საჭიროა თუ არა ამ ადამიანმა მიმართოს შესაბამის ორგანოებს გამოძიების დაწყების თხოვნით, სახალხო დამცველის თქმით, მედიაში გავრცელებული ინფორმაციაც კი კონკრეტული დანაშაულის შესახებ, არის საფუძველი, რომ გამოძიება დაიწყოს.
რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში სვანური კოშკების ფონზე გადაღებული შიშველი მამაკაცის ფოტო გავრცელდა. შეგახსენებთ, რომ სოციალურ ქსელში გავრცელდა ასევე ვიდეო, სადაც სკანდალური ფოტოს ავტორი, რომელმაც სვანეთში კოშკების ფონზე შიშველი პოზირებდა, საჯაროდ ბოდიში მოიხადა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები