სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე რაჭის რეგიონში ფერმერებს შეხვდა

სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებმა ონის მუნიციპალიტეტში საქართველოში მეღორეობის დარგში არსებულ მდგომარეობაზე, ახალ რეგულაციებსა და დაავადებებთან ბრძოლის საკითხებზე შეხვედრა გამართეს.
როგორც „კვირას“ სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრაზე ადგილობრივი ფერმერები დაავადებებთან ბრძოლის კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს გაეცნენ და ღორების გახშირებული სიკვდილიანობის თავიდან აცილების ღონისძიებების შესახებ რჩევები მიიღეს.
როგორც სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, იური ნოზაძემ შეხვედრაზე აღნიშნა, უახლოეს მომავალში ესპანური კომპანია ,,NATIVE GEORGIAN“ რაჭაში, შემდეგ კი საქართველოს სხვა რეგიონებში, ადგილობრივ ფერმერებთან ერთად, ააშენებს ფერმებს ყოველწლიური 9 000 ღორის წარმადობით. კომპანია ქართული ღორის ჯიშების განვითარების ხელშეწყობას, ხორცპროდუქტების სახით დამუშავებას და შემდგომში საერთაშორისო ბაზრებზე მათ რეალიზაციას აპირებს.
ოფიციალური ინფორმაციით, პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს რეგიონებში სამუშაო ადგილების შექმნას და, შესაბამისად, ადგილობრივი მოსახლეობის შემოსავლების ზრდას. ონის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი ფერმერებთან გამართულ საინფორმაციო შეხვედრას სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და სამინისტროს სისტემაში შემავალი უწყებების, ასევე, რეგიონის რწმუნებულ-გებერნატორის ადმინისტრაციისა და ონის მუნიციპალიტეტის გამგეობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები