სემეკ-მა მოქალაქეებს 90 000 ლარზე მეტი ჩამოაწერა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) მიმდინარე კვირაში ორი საჯარო სხდომა გამართა, სადაც მოქალაქეებსა და ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, წყალმომარაგების სექტორებში მოქმედ კომპანიებს შორის არსებული დავები განიხილა.
როგორც “კვირას“ სემეკ-იდან აცნობეს, მოქალაქეთა საჩივრები შეეხებოდა ხანდაზმულ დავალიანებებს, უსაფუძვლო დარიცხვებს, კომპანიის დადგენილებებს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებთან დაკავშირებით. მოქალაქეებზე კომპანიების მიერ დარიცხული და კომისიის გადაწყვეტილებებით ჩამოწერილი თანხების ოდენობამ ჯამში 93 318 ლარი შეადგინა. კომისიის საჯარო სხდომაზე განსახილველად საკითხები წარმოადგინეს კომისიის მომხმარებელთა საჩივრების დეპარტამენტის წარმომადგენლებმა და ენერგოომბუდსმენმა სალომე ვარდიაშვილმა.
კომისია შეახსენებს მოქალაქეებს, რომ იმ შემთხვევაში, თუ ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორებში მოქმედი კომპანიების მხრიდან ადგილი აქვს მათი უფლებების დარღვევას, მიმართონ კომისიას ან კომისიასთან არსებულ ენერგოომბუდსმენის სამსახურს. მოქალაქეებს კონსულტაციების მიღება შეუძლიათ როგორც ცხელ ხაზზე 242 01 80, ასევე, Facebook-ის კომისიის ოფიციალურ გვერდზეც.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები