ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორად ვლადიმერ იმნაძე დაინიშნა

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორად ვლადიმერ იმნაძე დაინიშნა. პრემიერ-მინისტრის ბრძანება ვლადიმერ იმნაძის დანიშვნის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
გენერალი ვლადიმერ იმნაძე აფხაზეთსა და სამაჩაბლოში საომარი მოქმედებების მონაწილეა. 1996-2005 წლებში ის საქართველოს თავდაცვის სისტემაში მსახურობდა, მათ შორის, 2003 წელს გენერალური შტაბის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი იყო. 2011 წლის 21 მაისს ვლადიმერ იმნაძე, ნინო ბურჯანაძის პარტიის მიერ გამართული აქციების პერიოდში ხულიგნობის მუხლით დააკავეს, თუმცა 2 თვეში გაათავისუფლეს.
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის უფროსის პოსტი ვაკანტური მას შემდეგ იყო, რაც კობა კობალაძე საქართველოს პარლამენტის წევრი გახდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები