გიორგი კაკაურიძე: საინვესტიციო სააგენტოს გაუქმება იგეგმება

უქმდება ეკონომიკური საბჭოს აპარატი და მცირდება კრიზისების მართვის საბჭოს აპარატის დაფინანსება, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ გაერთიანებულ სხდომაზე, 2017 წლის ბიუჯეტის განხილვის დროს განაცხადა.
კაკაურიძემ აღნიშნა, რომ დაგეგმილია ბიუჯეტში რესურსების მობილიზება, რაც რამდენიმე სამსახურის ერთ სამსახურში გაერთიანებას გამოიწვევს.
”რამდენიმე უწყების გაუქმება არის დაგეგმილი და ეს ბიუჯეტშიც არის წარმოდგენილი. მათ შორის საინვესტიციო სააგენტოს გაუქმება არის დაგეგმილი და ცალკე უწყებად არ იქნება წარმოდგენილი. ის შეუერთდება ეკონომიკის სამინისტროს. ასევე უქმდება ეკონომიკური საბჭოს აპარატი და მცირდება კრიზისების მართვის საბჭოს აპარატის დაფინანსება,” – განაცხადა კაკაურიძემ.
2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების საპროგნოზო მაჩვენებელი 11 457,2 მლნ ლარით განისაზღვრა. სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებები 11 415.5 მლნ ლარის ოდენობით განისაზღვრა, მათ შორის: – საბიუჯეტო სახსრები შეადგენს 10 338.3 მლნ ლარს, გრანტები – 154.5 მლნ ლარს, ხოლო კრედიტები – 922.7 მლნ ლარს. სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯების ჯამური მოცულობა 9 121.2 მლნ ლარს შეადგენს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები