კანადის ზოოპარკში შვიდი პინგვინი დაიხრჩო

კანადის ქალაქ კალგარის ზოოპარკში ჰუმბოლდტის შვიდი პინგვინის დაღუპვის ამბავს იძიებენ. პინგვინები ზოოპარკის ტერიტორიაზე დაიხრჩვნენ.
ფრინველების გაკვეთის შემდეგ მათ ფილტვებში წყალი აღმოაჩნდა.   როგორც „ბი-ბი-სის“ ზოოპარკის თანამშრომელმა ჯეიმი დორგანმა განუცხადა, პინგვინები, სავარაუდოდ პანიკაში ჩავარდნენ და წყალში დაიხრჩვნენ. ჯერჯერობით უცნობია, რამ გამოიწვია ეს სტრესი.
მთლიანად კალგარის ზოოპარკში ჰუმბოლდტის 22 პინგვინი ბინადრობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები