ტუსკი ვიზალიბერალიზაციაზე – „პროცესი პრაქტიკულად დასრულებულია“

15423616_10207440186874472_1482811346_n„პროცესი პრაქტიკულად დასრულებულია“, – ამის შესახებ ტვიტერში ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მექანიზმზე მიღწეული შეთანხმების შეფასებისას ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკი წერს.
„პროცესი პრაქტიკულად დასრულებულია. შეჩერების მექანიზმთან დაკავშირებით დისკუსიები წარმატებით დასრულდა. დარჩა ბოლო ეტაპი, რათა საქართველომ და უკრაინამ უვიზო მიმოსვლის რეჟიმი მიიღონ“, – წერს ტვიტერში დონალდ ტუსკი.
შეგახსენებთ, რომ უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმზე ევროკავშირის საბჭოს, ევროპარლამენტს და ევროკომისიას შორის 7 დეკემბერს შეთანხმება მოხდა. ახლა ეს საკითხი პლენარულ სხდომაზე ევროპარლამენტმა უნდა დაამტკიცოს. სხდომა 13 დეკემბერს გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები