მიხეილ ჯანელიძე ვიზალიბერალიზაციაზე: ძალიან ახლოს ვართ სასურველ შედეგთან

“ჩვენ ძალიან ახლოს ვართ სასურველ შედეგთან”, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭების საკითხთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებაში საუბრობს.
მისი თქმით, დღეს კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ევროპული ინსტიტუტები საქართველოს მხარს უჭერენ. მინისტრმა გაწეული შრომისთვის საქართველოსა და ევროკავშირს მადლობა გადაუხადა.
”ჩვენ ძალიან ახლოს ვართ სასურველ შედეგთან. საქართველო ურყევად და შეუქცევლად ადგას ევროინტეგრაციის გზას და ამ გზაზე კიდევ ბევრი მიღწევა და შედეგი ელოდება ჩვენს ყველა მოქალაქეს, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებს. ევროპული დღის წესრიგის ფარგლებში გატარებული რეფორმები, თავისთავად, მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის. ჩვენ ასე თანამიმდევრულად განვაგრძობთ მუშაობას. საქართველო ევროპაა და თანდათან ეს სულ უფრო საგრძნობი გახდება ჩვენი მოქალაქეებისთვის”, – ნათქვამია მიხეილ ჯანელიძის განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები