საქართველოს ესტონეთის პრეზიდენტი – კერსტი კალჯულეიდი ეწვევა

საქართველოს პრეზიდენტი პარიზში ,,ღია მმართველობის პარტნიორობის“ გლობალური სამიტის – OGP16 მონაწილეებისათვის გამართულ ოფიციალურ მიღებაზე ესტონეთის ახალარჩეულ პრეზიდენტს, კერსტი კალჯულეიდს შეხვდა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, გიორგი მარგველაშვილმა ესტონეთის პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური მიმართულებების მხარდაჭერისათვის და საქართველოში მოიწვია.
როგორც შეხვედრისას ესტონეთის პრეზიდენტმა განაცხადა, ესტონეთი საქართველოსთან ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის ფორმატში ურთიერთობას კვლავ აქტიურად გააგრძელებს.
ესტონეთის პრეზიდენტი კერსტი კალჯულეიდი საქართველოს 2017 წელს ეწვევა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები