იანოშ ჰერმანი: საქართველო იმსახურებს ვიზალიბერალიზაციას

“საქართველო იმსახურებს ვიზალიბერალიზაციას”, – აღნიშნული განცხადება ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, იანოშ ჰერმანმა განაცხადა. ელჩი იმედოვნებს, რომ საბოლოო გადაწყვეტილება რაც შეიძლება მალე იქნება მიღებული.
„ეს პროცესი გრძელდება. როგორც ევროკავშირის ერთ-ერთმა ლიდერმა განაცხადა, ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ეს პროცესი წინ წავწიოთ. საქართველო იმსახურებს ვიზალიბერალიზაციას და ვიმედოვნებთ, რომ საბოლოო გადაწყვეტილება რაც შეიძლება მალე იქნება მიღებული“, – განაცხადა ჰერმანმა.
ევროკავშირის საბჭომ, ევროპარლამენტმა და ევროკომისიამ, ერთობლივ მოლაპარაკებაზე, ე.წ. “შეჩერების მექანიზმის” ამოქმედების შესახებ შეთანხმებას ცოტა ხნის წინ მიაღწიეს. ინფორმაციას ევროპარლამენტის წევრი – კატი პირი ავრცელებს. ევროპარლამენტი ე.წ. “შეჩერების მექანიზმზე, სავარაუდოდ, 2017 წლის 18 იანვარს იმსჯელებს. სავარაუდო თარიღს თავად ევროპარლამენტი აანონსებს, რის შესახებაც ინფორმაცია მის ოფიციალურ ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები