უილიამ ლაჰიუ: ნატო მხარს უჭერს რეფორმებს საქართველოს თავდაცვის სამინისტროში

“ნატო მხარს უჭერს რეფორმებს საქართველოს თავდაცვის სამინისტროში”, – ამის შესახებ საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა, უილიამ ლაჰიუმ განაცხადა.
როგორც ლაჰიუმ აღნიშნა, რეფორმა მთლიანად ქვეყნისა და მთავრობის მოვალეობაა.
„ეს არ არის მხოლოდ ერთი სამინისტროს მოვალეობა. ეს მთლიანად ქვეყნისა და მთავრობის მოვალეობაა. განსაკუთრებით პარლამენტის, ვინაიდან პარლამენტის ფუნქციაა, უზრუნველყოს, რომ მთავრობა ხალხის ინტერესებში მოქმედებდეს. ნატო მხარს უჭერს რეფორმებს საქართველოს თავდაცვის სამინისტროში. საქმე ეხება სერიოზულ მცდელობას, მოხდეს შეიარაღებული ძალების რესტრუქტურიზაცია, რათა ამ ქვეყნის დაცვა გაცილებით უკეთ იყოს შესაძლებელი, ვიდრე წარსულში და შესაბამისად, საქართველო უკეთ იყოს მომზადებული, რომ ნატოს წევრი გახდეს“, – განაცხადა უილიამ ლაჰიუმ.
ლაჰიუ სამხედრო ბიუჯეტის საკითხსაც შეეხო და აღნიშნა, რომ მთავრობის გადასაწყვეტია, თუ რა ხარჯები იქნება გაწეული თავდაცვაზე.
„პარლამენტის, პოლიტიკოსების გადასაწყვეტია, თუ როგორი უნდა იყოს სამხედრო ბიუჯეტი. რა თქმა უნდა, კონსულტაციები უნდა გაიაროთ თქვენს ექსპერტებთან, განსაზღვროთ თუ რას მიიღებთ იმ ფულიდან, რასაც დახარჯავთ. ეს ის გადაწყვეტილებაა, რომელიც თავად უნდა მიიღოთ. ნებისმიერი მთავრობა შეზღუდვებს აწესებს სამხედრო ხარჯებზე. ასე ხდება ყველგან“, – აღნიშნა საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები