არჩილ თალაკვაძე ვერ აკონკრეტებს, იქნება თუ არა საქართველოს პრეზიდენტი საკონსტიტუციო კომისიის თანათავმჯდომარე

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე ვერ აკონკრეტებს, იქნება თუ არა საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საკონსტიტუციო კომისიის თანათავმჯდომარე, თუმცა აცხადებს, რომ საკითხი კონსულტაციებით გადაწყდება.
როგორც თალაკვაძემ აღნიშნა, საკონსტიტუციო კომისიის ფორმატსა და საქმიანობასთან დაკავშირებით, კონსულტაციები უკვე დაწყებულია და ის გონივრულ დროში დასრულდება.
„უნდა იყოს და იქნება კიდეც ჩართული საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაში ყველა ის ინსტიტუტი, რომელსაც ეს პირდაპირ უკავშირდება, ასევე, ყველა დაინტერესებული მხარე, რომელსაც შეუძლია, რაღაც წვლილი შეიტანოს კომისიის მუშაობაში. ჩართული იქნება პრეზიდენტიც, როგორც ინსტიტუტი“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები