ირაკლი კობახიძე: ხარვეზები თან ახლდა საარჩევნო პროცესს, თუმცა არჩევნების შედეგებზე ამას გავლენა არ მოუხდენია

პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის შეფასებით, საარჩევნო პროცესს ხარვეზები ახლდა, თუმცა ამას არჩევნების შედეგებზე ზეგავლენა არ მოუხდენია.
“ზოგადად, რა თქმა უნდა, ხარვეზები თან ახლდა საარჩევნო პროცესს. ეს, ზოგადად, საარჩევნო პროცესებისთვის არის დამახასიათებელი.
მთავარია ის, რომ არსებითად არჩევნები ჩატარდა სამართლიან გარემოში და იმ ხარვეზებს, რომელიც იყო, არჩევნების შედეგებზე გავლენა არ მოუხდენია. ეს არის უმთავრესი”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
კობახიძის თქმით, “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” დასკვნას ის არ გასცნობია.
“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” განხორციელებულმა მონიტორინგმა აჩვენა, რომ საპარლამენტო არჩევნებისთვის ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებას, მთლიანობაში, არ მიუღწევია ისეთი მასშტაბებისთვის, რომ მნიშვნელოვანი გავლენა მოეხდინა საარჩევნო გარემოზე. ამის შესახებ ნათქვამია “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” საარჩევნოდ ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების მონიტორინგის საბოლოო შედეგში, რომლის შესახებაც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” წარმომადგენელმა, ლევან ნატროშვილმა ისაუბრა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები