ირაკლი სესიაშვილი: საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებებიც ასეთია, რომ არჩევნებმა დემოკრატიულ რეჟიმში ჩაიარა

„საერთო ჯამში ვიტყოდი და საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებებიც ასეთია, რომ არჩევნებმა დემოკრატიულ, თავისუფალ რეჟიმში ჩაიარა“, – ამის შესახებ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ საბოლოო ანგარიშის შეფასებისას განაცხადა.
როგორც თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე აღნიშნავს, არასამთავრობო სექტორი აქცენტებს მუდმივად მმართველი გუნდის ქმედებებზე აკეთებს, მიუხედავად იმისა, რომ ის პირადად შეეჯახა ძალიან ბევრ არაკანონიერ მოქმედებებს სწორედ ოპოზიციური პარტიების მხრიდან.
„საერთო ჯამში ვიტყოდი და საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებებიც ასეთია, რომ არჩევნებმა დემოკრატიულ, თავისუფალ რეჟიმში ჩაიარა. იყო გარკვეული ხარვეზები, მათ შორის ბრძოლა წესების გარეშე. რამდენადაც ჩვენმა ოპონენტებმა რიგ შემთხვევებში ამომრჩევლები მოისყიდეს, ყველა ამ საკითხზე კიდევ ერთხელ უნდა გავამახვილოთ ყურადღება და ვეცადოთ, საარჩევნო კულტურა კიდევ უფრო დავხვეწოთ, მიუხედავად იმისა, რომ მე ვთვლი, არჩევნები მაღალი სტანდარტით ჩატარდა.
მე არ მგონია, რომ ასეთი მიდგომა სწორი იყოს. თუ რამე დარღვევა იყო, ამაზე ყველამ ერთად უნდა გავამახვილოთ ყურადღება და ვეცადოთ, მაქსიმალურად დავხვეწოთ, რათა კანონის ფარგლებში მოვახერხოთ ჩვენი დემოკრატიული ღირებულებების დაცვა“, – განცხადა ირაკლი სესიაშვილმა.
“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” მიერ განხორციელებულმა მონიტორინგმა აჩვენა, რომ საპარლამენტო არჩევნებისთვის ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებას მთლიანობაში არ მიუღწევია ისეთი მასშტაბებისთვის, რომ მნიშვნელოვანი გავლენა მოეხდინა საარჩევნო გარემოზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები