გიორგი გაჩეჩილაძე: ბიუჯეტში შემცირებულია ხარჯები, რაც მე არ მიმაჩნია მართებულად

“ჩვენ მოგვიწევს გარემოს დაცვითი ვალდებულებები, ჩვენ მოგვიწევს ინფრასტრუქტურული გეგმების ეკოლოგიური შეფასებაც “, – ამის შესახებ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე „მწვანეთა პარტიის“ ლიდერმა, გიორგი გაჩეჩილაძემ განაცხადა.
გაჩეჩილაძე კომიტეტის სხდომაზე გარემოს დაცვის კუთხით თანხების გაზრდას მოითხოვს, როგორც გაჩეჩილაძე აცხადებს, ბიუჯეტში ეკოლოგიის კუთხით თანხები შემცირებულია.
“ჩვენ ახალი კანონმდებლობის თანახმად, გვექნება ვალდებულება, რომ ეკოლოგიური ზედამხედველობა გავაძლიეროთ, ჩვენ პირდაპირ გვევალება მონიტორინგი გავუწიოთ ისეთ დიდ პროექტებს, როგორიცაა ინფრასტრუქტურული გეგმების ეკოლოგიური შეფასება. ზედაპირულად, რაც მე დავინახე, ბიუჯეტში თანხები არის შემცირებული და იმ კომიტეტის სხდომაზე, რომელშიც მე ვარ გაწევრიანებული, დავაყენებ ამ საკითხს“, -განაცხადა უმრავლესობის წევრმა, გიორგი გაჩეჩილაძემ „კვირას

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები