გიორგი გაჩეჩილაძე: გარკვეული მოლაპარაკებები ფრაქციის შექმნასთან დაკავშირებით მიმდინარეობს

“ცალკე ფრაქციის შექმნა უმრავლესობაში საკმაოდ დადებითი ფაქტორია პარტიისთვის.”, – ამის შესახებ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე „მწვანეთა პარტიის“ ლიდერმა, გიორგი გაჩეჩილაძემ განაცხადა.
გაჩეჩილაძე სამომავლოდ ფრაქციაში გაერთიანებას გეგმავს, მისი ინფორმაციით, ფრაქციის შექმნაზე პარლამენტში მოლაპარაკებები მიმდინარეობს.
ფრაქცია ყოველთვის საჭიროა პარტიისთვის, დიდ ფრაქციაში ყოფნა თავისთავად, დადებითია, თუმცა მცირე ფრაქცია მეტ საშუალებას იძლევა, რომ პრიორიტეტულ თემებს მიეხედოს.
ამ ეტაპზე მიმდინარეობს მოლაპარაკებები ფრაქციის შექმნაზე, თუმცა საჭიროა ფრაქციაში თანამოაზრე პოლიტიკოსების გაერთიანება“, – განაცხადა გიორგი გაჩეჩილაძემ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.
გიორგი გაჩეჩილაძემ აღნიშნა ასევე, რომ ის პარლამენტის ქუთაისიდან თბილისში გადმოტანის იდეას მხარს უჭერს.
პოლიტიკოსის განცხადებით, საჭიროა ასევე ოჯახის თემასთან დაკავშირებით, კონსტიტუციაში არსებობდეს ჩანაწერი, რომ საბოლოოდ აღნიშნულ საკითხზე საუბარი დასრულდეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები