გიორგი ვაშაძე: თვითმმართველობის არჩევნებისთვის „ახალი საქართველო“ დამოუკიდებლად მოემზადება

ამ ეტაპზე კოალიციაზე საუბარი არ მიდის, ჩვენ აქცენტი დიდ ქალაქებზე გვექნება”, – ამის შესახებ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე „ახალი საქართველოს“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
პარტიის ლიდერი აცხადებს, რომ ამ ეტაპზე კოალიციურ გაერთიანებებთან თანამშრომლობას გამორიცხავს.
მისივე ინფორმაციით, პარტია „ახალ საქართველოში“ ახალი სახეები გაერთიანდებიან.
„ამ ეტაპზე კოალიციაში შესვლაზე საუბარი არ არის, ჩვენ აქტიურად ვაპირებთ ჩავებათ თვითმმართველობის არჩევნებში, ოღონდ აქცენტი ძირითადად დიდ ქალაქებზე გვექნება.
პარტიაში სიახლე იქნება ის, რომ გვეყოლება ახალი სახეები. თუ ვინმე ძლიერ ჯგუფს უნდა შემოგვიერთდეს, ამაზე რა თქმა უნდა, იქნება ჩვენი მხრიდან დადებითი პასუხი.
დღევანდელი ჩვენი განრიგია, დამოუკიდებლად მივიღოთ მონაწილეობა თვითმმართველობის არჩევნებში“, -განაცხადა გიორგი ვაშაძემ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები