გიორგი ვაშაძე: სავალუტო ფონდმა ბოლო მონაცემებით, ნორმალური დასკვნა დადო

“სავალუტო ფონდის წინა დასკვნებთან შედარებით, ბოლო დასკვნა ნორმალური იყო”, -ამის შესახებ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე „ახალი საქართველოს“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
გიორგი ვაშაძე მიიჩნევს, რომ ის, რაც რამდენიმე დღის წინ ლართან მიმართებაში მოხდა, გამოსაძიებელია.
ვაშაძე სავალუტო ფონდის პოზიციაზეც საუბრობს და აცხადებს, რომ დასკვნა, რომლიც ფონდმა გამოაქვეყნა, ნორმალურია.
„ის, რაც მოხდა ლართან მიმართებაში, მე ამაზე პასუხს ვერ მოვთხოვ კერძო კომპანიას. უნდა გამოვიდეს კვირიკაშვილი და თქვას, ვინ იყო ამ ყველაფერში დამნაშავე.
საკმაოდ კრიტიკული იყო სავალუტო ფონდის წინა დასკვნები, ბოლო დასკვნა შედარებით ნორმალური იყო“, -განაცხადა გიორგი ვაშაძემ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.
გიორგი ვაშაძე თვლის, რომ ფასების ზრდა საწვავზე და აქციზურ საქონელზე კიდევ მეტ ქაოსს გამოიწვევს. თუ მოგების გადასახადიდან მიღებული ინვესტიცია შემოსავალს მოიტანს, ვაშაძე ამას სწორ ეკონომიკურ პოლიტიკად თვლის.
„საჭიროა საინვესტიციო პროგრამები. ქვეყანაში დოლარის შემოდინების ნაკადი ნაკლებია, კრიზისი ამანაც გამოიწვია. თბილისს სჭირდება ახალი არტერიები განვითარებისა, ყველაფერი კონცენტრირებულია ცენტრში.
ქვეყნის შიგნით ტრიალებს ცოტა ფული, საჭიროა ქვეყანაში განვითარების მსხვილი არტერიები.
ჩვენ რეალურად გვაქვს რეგიონში შანსი, რომ გავხდეთ ცენტრი, რადგან თბილისს აქვს მეტი პერსპექტივა სხვა ქვეყნების დედაქალაქებთან შედარებით“, -განაცხადა გიორგი ვაშაძემ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები