Moody’s პოზიტიურად აფასებს საქართველოს მთავრობის გეგმას სესხების გალარებასთან დაკავშირებით

გავლენიანი საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Moody’s მიიჩნევს, რომ პრემიერ გიორგი კვირიკაშვილის გეგმა, სესხების გალარების სუბსიდირებაზე, ქართული ბანკებისთვის საკრედიტო ზარალს შეამცირებს.
საქართველოს პრემიერ–მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის მიერ წინა სამშაბათს გაცხადებული გეგმა გულისხმობს 2015 წლის იანვრამდე დოლარში დენომინირებული იპოთეკური სესხების, მსესხებლის სურვილის შემთხვევაში, ლარში კონვერტაციის სუბსიდირებას შეღავათიანი კურსით.
ნებაყოფლობითი გალარება, იმ დროისათვის არსებულ ლარი/დოლარის გაცვლით კურსს -20 პუნქტით, 2017 წლის 1 იანვრიდან დაიწყება და 28 თებერვალს დასრულდება. პროგრამის სარგებლობისთვის სესხის მოცულობა არ უნდა აჭარბებდეს 100 000 ლარს (დაახლოებით 39 000$).
პროგრამა არის ერთჯერადი სოციალური პროექტი. პროექტს ერთობლივად ახორციელებენ საქართველოს მთავრობა და ეროვნული ბანკი. ეროვნული ბანკი კომერციულ ბანკებს მიაწვდის გალარებისთვის საჭირო აშშ დოლარს და მოახდენს ლარის ლიკვიდობით მხარდაჭერას.
ამასთან, Moody’s-ის შეფასებაში აღნიშნულია, რომ გეგმა ბანკებს ხარჯებს არ გაუზრდის, რადგანაც კურსთა სხვაობას, 20 თეთრს ბიუჯეტი აანაზღაურებს.
Moody’s-ის შეფასებით, ბანკების პორტფელის დაახლოებით 5% ისარგებლებს ამ პროგრამით. ქართული ბანკები აწყდებიან მნიშვნელოვნად მაღალ საკრედიტო რისკებს, როდესაც სავალუტო კურსთა რყევა ნეგატიურად აისახება მსესხებლების გადახდისუნარიანობაზე. დაახლოებით 2/3 სესხებისა უცხოურ ვალუტაშია. ამასთან, დაახლოებით 40%-ს საქართველოს ბანკის და თიბისი ბანკის მსესხებლებისა სესხები დოლარში აქვთ და არანაერი შემოსავალი არ აქვთ დოლარში.
Moody’s აღნიშნავს, რომ ასეთივე პრობლემა აქვთ მცირე და საშუალო კომპანიებს, რომლებსაც სესხები დოლარში აქვთ და შემოსავალი ლარში.
აღნიშნულია, რომ მომავალი წლიდან 100 000 ლარამდე სესხების გაცემა ლარში იქნება მოთხოვნილი, 2018 წლიდან კი, ეს ზღვარი 200 000 ლარამდე გაიზრდება.
ეს ხელს შეუწყობს ბანკებისთვის ვალუტის გაცვლითი კურსის ცვლილებით გამოწვეული საკრედიტო რისკების შემცირებას და გრძელვადიან პერიოდში ეკონომიკის დედოლარიზაციის მხარდაჭერას უზრუნველყოფს.
15327808_1517077441650646_1151295491_n 15356961_1517077438317313_1219163392_n 15301068_1517077444983979_1307250782_n

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები