გალის რაიონში ძმებს შორის კონფლიქტს მამაკაცი ემსხვერპლა

გალის რაიონის სოფელ ოტობაიაში ოჯახურ კონფლიქტს 50 წლამდე მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა.
ნასვამ მდგომარეობაში მყოფ ძმებს გელა და ბესიკ ტუფურიებს შორის შელაპარაკება გელა ტუფურიას კუთვნილ ავტომობილში მოხდა.
“კვირას“ ინფორმაციით, ბესიკ ტუფურიამ ძმას გელა ტუფურიას დანით ფეხის არეში მიაყენა ჭრილობა, რის შედეგადაც გელა ტუფურიას არტერია დაუზიანდა და სისხლისგან დაიცალა.
ჯერჯერობით ბესიკ ტუფურია დაკავებული არ არის და მისი ადგილსამყოფელი უცნობია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები