“ჩვენთვის პრიორიტეტი არის სოციალურად დაუცველი ადამიანების ფიზიკური გადარჩენა“

ჩვენთვის პრიორიტეტი არის სოციალურად დაუცველი ადამიანების ფიზიკური გადარჩენა და არა ინფრასტრუქტურული პროექტები, რაზეც აქცენტი კეთდება ბიუჯეტში, – ამის შესახებ ჟურნალისტებს დეპუტატმა ირმა ინაშვილმა განუცხადა.
„პატრიოტთა ალიანსი“ 2017 წლის ბიუჯეტის პროექტს ,სავარაუდოდ, მხარს არ დაუჭერს.
„ჩვენთვის პრიორიტეტი არის სოციალურად დაუცველი ადამიანების ფიზიკური გადარჩენა და არა ინფრასტრუქტურული პროექტები, რაზეც აქცენტი კეთდება ბიუჯეტში. დღეს თუ ეს მთავრობა და ხელისუფლება ვერ ხედავს, რომ ჩვენი მოქალაქეები ფიზიკურად არიან გადასარჩენი, ეს არის ძალიან ცუდი. ამ მთავრობას და ხელისუფლებას სწორედ იმიტომ არ დავუჭირეთ მხარი, რომ ზუსტად ის ვერ დავინახე მე, რომ მათ აქვთ კონკრეტული პროგრამები, როგორ უნდა დაეხმარონ ადამიანებს. ეს გამოჩნდა კრიზისის დღეებში, როდესაც აბსოლუტური უუნარობა გამოავლინა მთავრობამ. მათ არ აქვთ გეგმა, როგორ უნდა მოხდეს ლარის კრიზისის დაძლევა და ეს სახეზეა“, – განაცხადა ირმა ინაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები