მამუკა მდინარაძე: კონკრეტული თანამდებობის პირებს ვურჩევდი, რომ დოკუმენტებში უფრო საფუძვლიანად ჩაიხედონ

“კონკრეტული თანამდებობის პირებს ვურჩევდი, რომ დოკუმენტებში უფრო საფუძვლიანად ჩაიხედონ“, – ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ წევრი მამუკა მდინარაძე მერიის თანამშრომლებისთვის ეტიკეტის ტრენინგთან დაკავშირებით.
მდინარაძის მტკიცებით, ტრენინგები საჭიროა, მაგრამ კონკრეტულ დეტალებზე ყურადღების გამახვილება საჭიროა.
„ამაზე რა უნდა გითხრათ? – კონკრეტული თანამდებობის პირებს ვურჩევდი, რომ მსგავს დოკუმენტებში უფრო საფუძვლიანად ჩაიხედონ და ნახონ, თანხები რას ხმარდება, რათა მსგავსი საკითხები აქტუალური არ გახდეს. ვერ ვიტყვი, რომ ეს ძალიან კარგია, გულწრფელი არ ვიქნები.
ბუნებრივია, ტრენინგები საჭიროა, მაგრამ კონკრეტულ დეტალებზე ყურადღების გამახვილება საჭიროა“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები