მაზნიაშვილის ქუჩიდან მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა
თბილისში, მაზნიაშვილის ქუჩაზე ხანძარი გაჩნდა. ცეცხლის გაჩენის გამო მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა. ხანძრის შედეგად ორსართულიანი სახლის პირველი სართულის 60 კვადრატული ფართობი დაიწვა, მეორე სართულის სახურავზე კი 20 კვადრატული.
როგორც „კვირას“ შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს, ადგილზე მობილიზებული იყო 6 ეკიპაჟი. შედეგად არავინ დაშავებულა.
ხანძარი ამ დროისთვის ლოკალიზებულია.