ზურაბ პატარაძე: ბათუმს გენერალური გეგმა ექნება და მხოლოდ ამ გეგმის მიხედვით გაიცემა მშენებლობის ნებართვები ქალაქში
აჭარის მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატმა, ზურაბ პატარაძემ უმაღლესი საბჭოს წევრებს სამოქმედო გეგმა წარუდგინა.
სამოქმედო გეგმის წარდგენის დროს პატარაძე აჭარის ტერიტორიაზე არსებული მშენებლობების ნებართვის გაცემის საკითხს შეეხო. როგორც პატარაძემ განაცხადა, ის უშუალოდ არის ჩართული გენგეგმის შემუშავების პროცესში.
“ბათუმს გენერალური გეგმა ექნება და მხოლოდ ამ გეგმის მიხედვით გაიცემა მშენებლობის ნებართვები ქალაქში.
ბათუმში უნდა შეიქმნას გენერალური გეგმა, რომელ უბნებში შეიძლება მაღალსართულიანი კორპუსების მშენებლობა და სად არა.
ამას არ უნდა წყვეტდეს არც აჭარის მთავრობა და არც თვითმმართველობა, ქალაქის მერი, ამას უნდა არეგულირებდეს კანონი”, – განაცხადა ზურაბ პატარაძემ.