თამარ ჩუგოშვილი: არ მაქვს უფლება ეჭვი შევიტანო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებში

არ მაქვს უფლება რამენაირი ეჭვი შევიტანო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებში, – ამის შესახებ პარლამენტის სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა ჟურნალისტებს ექსპერტ ლევან ჩაჩუას მიმართ უზენაესი სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების კომენტირებისას განაცხადა.
ჩუგოშვილის მტკიცებით, სამართალდამცავი ორგანოები საკანონმდებლო ორგანოებისგან დამოუკიდებლები არიან.
„უზენაესი სასამართლოს კომპეტენტურობაში მე ეჭვს ვერ შევიტან. მართლმსაჯულების ორგანოები არიან დამოუკიდებელნი საკანონმდებლო ორგანოებისგან, ამიტომ, თუკი სასამართლომ, მითუმეტეს უმაღლესი ინსტანციის, ასე დაადგინა, დარწმუნებული ვარ, რომ შესაბამისი მოკვლევის დროს სანდო ინფორმაციას ეყრდნობოდა.
მე არც მაქვს უფლება რამენაირი ეჭვი შევიტანო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებში“, – განაცხადა ჩუგოშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ზურაბ ჟვანიას საქმეზე პროკურატურის საკასაციო საჩივარი უზენაესმა სასამართლომ წარმოებაში არ მიიღო და აღნიშნულ საქმეზე ბრალდებული ექსპერტ ლევან ჩაჩუას მიერ სააპელაციო სასამართლოს გამამართლებელი განაჩენი ძალაში დატოვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები