ემზარ ჯგერენაია: მთავრობის კურსი ლარის გამყარებისკენ არის მიმართული
მთავრობის კურსი ლარის გამყარებისკენ არის მიმართული, უბრალოდ სამ ნაწილად უნდა დაიყოს პროგრამა, – ამის შესახებ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ეკონომიკის ექსპერტმა ემზარ ჯგერენაიამ განაცხადა.
ჯგერენაია მნიშვნელოვნად თვლის იმ პროგრამას, რაც ეკონომიკის გაუმჯობესების კუთხით მთავრობის მხრიდან ხორციელდება.
„უნდა მოხდეს გადასახადების და აქციზების აწევის თემის წამოწევა, იმიტომ რომ ბიუჯეტმა შეძლოს ეკონომიკის მხარდაჭერა, ეს არის პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯი.
300 მილიონი, რაც გამოიყო ინფრასტრუქტურისთვის, არ არის საკმარისი, უნდა აღდგეს ახალი პროგრამა მსოფლიო ბანკთან და უნდა მოყვეს თანადაფინანსება.
ეს ტრადიციული მეთოდია და სხვა სახის პროდუქტზე ფასების ზრდას კრძალავს. არავის უხარია გადასახადის გაზრდა, მაგრამ პირველი ბლოკი უნდა შეეხოს გადასახადის გაზრდას ისევ ჩვენი ეკონომიკის გასაუმჯობესებლად.“-განაცხადა ემზარ ჯგერენაიამ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.