ემზარ ჯგერენაია: ეროვნული ბანკი გონივრულ პოლიტიკას ახორციელებს

ტრადიციულად ეროვნული ბანკის მხარდამჭერი ვარ, რადგან გონივრულ პოლიტიკას ახორციელებს, – ამის შესახებ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ეკონომიკის ექსპერტმა ემზარ ჯგერენაიამ განაცხადა.
ემზარ ჯგერენაია თვლის, რომ გასულ კვირას მომხდარი ფაქტი პანიკის შედეგი იყო.
„პანიკას აქვს უზარმაზარი მნიშვნელობა, ხალხი წავიდა სწრაფად და დაიწყო დოლარის შესყიდვა, ეს კატასტროფულად ცუდი შედეგის მომტანია ყოველთვის.
მე ტრადიციულად ეროვნული ბანკის მხარდამჭერი ვარ და ვთვლი, რომ გონივრულ პოლიტიკას ახორციელებს, იმ კონკრეტული შემთხვევის დროსაც ჩაერია ეროვნული ბანკი და მოხდა კურსის შეჩერება,“-განაცხადა ემზარ ჯგერენაიამ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები